ტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია , მივიღეთ მითითებები , მოვახდინეთ შესწორებები და ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე .
ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ ტრენინგმა , შევისწავლე პროექტის დაგეგმვა, გეგმის სრულყოფა . ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში,ვფიქრობ ჩემი მოსწავლეებიც დაინტერესდებიან , გაეზრდებათ მოტივაცია და საკმაო ცოდნას მიიღებენ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.
ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტებით სწავლება"
Saturday, October 7, 2017
Sunday, October 1, 2017
მერვე დღე
საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იყო . ვიმუშავეთ დიფერენცირებაზე , შევარჩიეთ დავალებები და აქტივობები სპეც. საჭიროების მქონე ,განსაკუთრებული ნიჭის მქონე და არაქართულენოვან მოსწავლეებისთვის . შევქმენით, ასევე დავალება რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მარტივად შესრულებაში.
Saturday, September 30, 2017
მეშვიდე დღე
დრეს მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების შეფასების , თვითშეფასები, ჯგუფური მუშაობის რუბრიკის შექმნა ,რომელიც დამეხმარება გავიგო როგორ შეასრულა მოსწავლემ დავალება , როგორ აფასებს საკუთარ თავს და როგორ მუშაობენ მოსწავლეები ჯგუფებში.
დავხვეწეთ გეგმა და შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტები .
დავხვეწეთ გეგმა და შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტები .
Sunday, September 24, 2017
მეექვსე დღე
პროექტის მსვლელობისას მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის დავალებების შერჩევა. ეს დავალება მოსწავლისთვის საინტერესო და შესრულებადი უნდა იყოს , დღეს ჩვენ განვიხილეთ დავალების სახეები და ვიმუშავეთ შექმნაზე , მოვიძიეთ სურათები და ინფორმაციები ვებ -გვერდებზე . მოვახდინეთ გეგმის დახვეწა და სრულყოფა.
Saturday, September 23, 2017
მეხუთე დღე
დღეს ,დავასრულეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა , გავაფორმეთ , შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე ,რომელიც ჩემთვის სიახლე აღმოჩნდა
პროექტის მუშაობისას აუცილებელია ვიცოდეთ საავტორო უფლებების დაცვა ,როგორი ინფორმაცია მოვიძიოთ და გამოვიყენოთ .განვიხილეთ და
გავეცანით ვებ-გვერდების შერჩევას. გეგმის სრულყოფისთვის დავუბრუნდით გეგმას , ვიმუშავეთ პროცედურებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)